ფუტკარი და მართლმადიდებლობა


ფუტკარი

ფუტკარი მუდმივ შრომაში ატარებს თავის სიცოცხლეს, ამიტომ იგი მოღვაწეობის, შრომისმოყვარეობისა და წესრიგის სიმბოლოდ იქცა. გარდა ამისა, ფუტკარი თაფლს ამზადებს, რის გამოც იგი კეთილდღეობისა და რელიგიური მჭერმეტყველების სიმბოლოდ იხმარება, ხოლო თავად სკა მჭიდროდ შეკავშირებული რელიგიური თემის სიმბოლოს წარმოადგენს. წმინდა ამბროსი ეკლესიას სკას ადარებდა, ხოლო ქრისტიანს - ფუტკარს, რომელიც მუხლჩაუხრელად შრომობს და მუდამ თავისი სკის ერთგულია.



 









წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე




უფასური მონები

რაც შეიძლება, სწრაფად დაივიწყე საკუთარი დამსახურებისა და ღვაწლის შესახებ. გრცხვენოდეს, თუკი ფუტკარი და ჭიაჭველა გაჯობებენ ამაში. საკუთარი დამსახურებებისათვის სიამაყის შედეგი ბოროტება, ჩხუბი და ადამიანთა შორის მტრობაა, რასაც აუცილებლად მოსდევს გრძნობა იმისა, რომ საჭირო არ ხარ, და სასოწარკვეთილება. გინახავს ოდესმე ფუტკარი და ჭიანჭველა სასოწარკვეთილებაში? მართლაც, სამარცხვინოა, თუკი ისინი ადამიანებზე უკეთ აღასრულებენ ქრისტეს მცნებას: „ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქვენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ“ (ლუკა 17,10).




ძველი აღთქმა


სიბრძნე ზირაქისა


თავი მეთერთმეტე


1. თავმდაბალს სიბრძნე აამაღლებს და დიდებულთა შორის დასვამს.

2. ხოტბას ნუ შეასხამ კაცს მისი სილამაზის გამო და ნუ შეიძაგებ მისი გარეგნობისთვის.

3. პატარაა მფრინავთა შორის ფუტკარი, მაგრამ ყველაზე ტკბილია მისი ნაყოფი.

- See more at: http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/ziraqi/ziraqi-11.htm#sthash.euPW06bF.dpuf



წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)


სიტყვა მესამესა მენელსაცხებლეთა კვირიაკესა,
შემდგომად აღდგომისა


და მიჰხედა და იხილა, რომელნი იგი დასდებდეს შესაწირავსა 
ფასის-საცავსა მას მდიდარნი. და იხილა ვინმე ქვრივი გლახაკი,
 
რომელმან დასდვა ორი მწვლილი; და სთქვა: ჭეშმარიტად გეტყვი
 
თქვენ, რამეთუ ქვრივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა
 
შესწირა. რამეთუ, ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დასდვეს
 
შესაწირავსა ამასა ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან
 
თვისისა ყოველი, რაიცა აქვნდა საცხოვრებელი შესწირა (ლუკ. 21,1-4).

აწინდელი ჩვენი სიტყვა, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, იქმნება გაგრძელება იმ სიტყვისა, და იმავე საგანზე, რომელზედაც ვსთქვით ჩვენ სიტყვა წარსულს კვირიაკეში. გარნა, პირველად მოვიყვან სახარებისაგან ერთს მოკლე მოთხრობას, რომელიც ფრიად შეეწევა, დაამტკიცებს და განამაგრებს სიტყვასა ჩვენსა.

ერთხელ, უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოწაფეებითურთ თვისით იყო იერუსალიმის ტაძარსა შინა და დაინახა, რომ ერთმა გლახაკმა ქვრივმა დედაკაცმა დასდვა შესაწირავად ეკლესიიასა ორი მწვლილი, ანუ ორი ფარა, მაშინ როდესაც იქავე მდიდარნი შესწირვიდენ დიდ-ძალს ფულსა. მაცხოვარმან მიიქცა და უთხრა მოწაფეთა თვისთა:ჭეშმარიტად გეტყვი თქვენ, რამეთუ ქვრივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შესწირა. რამეთუ, ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დასდვეს შესაწირავსა ამასა ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თვისისა ყოველი, რაიცა აქვნდა საცხოვრებელი შესწირა. ამ მოკლე მოთხრობისაგან გამოდის ის სანუგეშო ჭეშმარიტება, რომელ ღმერთი მოწყალების თვალით უყურებს ყოველსა გულ-წრფელსა და ერთ-გულსა შესაწირავსა, რაც გინდა მწვლილი იყოს იგი, მაშასადამე ყოველსა ღვთის მოყვარესა კაცსა უნდა უყვარდეს შეწირვა ღვთისა და მსახურება ნაყოფისაგან თვისისა.

სხვათა შესაწირავთა და მსახურებათ შორის, რომლითა ქრისტიანე კაცს შეუძლია დაამტკიცოს თვისი ერთგულება და სასოება ღმერთზე, ძველთაგანვე მიღებულ არს ანთება ეკლესიაში წინაშე ხატთა წმინდა სანთლისა. რას ნიშნავს ეს ჩვეულება? რას მოასწავებს წინაშე ხატისა ანთებული სანთელი? როგორადაც ახსნიან წმინდანი მამანი, როდესაც კაცი სანთელს აღანთებს წინაშე ხატისა, ამით იგი ხილულითა ნივთითა გამოუცხადებს ღმერთსა, რომელ მისი გულიც და სულიც არის ანთებული ერთგულებითა, სიყვარულითა და სასოებითა ღვთისადმი. ყოველთა შორის ურიცხვთა ქვეყნიერთა ნივთიერებათა, განგებ გამორჩეულ არს წმინდა სანთელი ძღვნათ ღვთისა, მისთვის რომელ იგი არის შედგენილი ტკბილისა და კეთილ სუნნელისა მასალისაგან, ესე იგი, თაფლისაგან, რომელსა ფუტკარი შეკრებს სხვათა და სხვათა ყვავილთაგან, მაშასადამე იგი არის, ყოველ ნივთთა შორის უმშვენიერესი და უწმინდესი. გარნა, მეორე მნიშვნელობაც აქვს ანთებულს სანთელს. იგი ანათლებს და ათბობს გარემოს თვისსა, მაშასადამე იგი გამოხატავს მადლსა სულისა წმინდისასა, რომელი ერთბაშად ათბობს და ანათლებს გულსა კაცისასა. მაშასადამე კარგს და კარგის მომასწავებელს ძღვენს მიართმევს ის კაცი ღმერთსა, რომელიც ეკლესიაში აღანთებს სანთელსა. გარნა ესრეთსა ღვთის მსახურებასა და შეწირვასა აქვს მეორე კერძო, რომელიც უფრო დიდს ფასს და მნიშვნელობას აძლევს მას, რომელზედაც ახლა უნდა ვსთქვათ ჩვენ მოკლედ.

წმინდა სანთლის ანთებით მსახურება და შეწირვა ღვთისადმი მით არის კარგი, რომელ, პირველად, იგი შეუძლია აღასრულოს ყოველმა კაცმა. ესე იგი, არა თუ მდიდარმა და შეძლებულმა, არამედ თვით უღარიბესმა. როგორადაც თავიდგანვე მოყვანილი მაგალითი გვიმტკიცებს, ღმერთი უყურებს არა რაოდენობასა შესაწირავისასა, არამედ ერთგულებასა შემწირველისასა. მეორედ, იმ ფულით, რომელიც რჩება ეკლესიაში გაყიდული სანთელისაგან, მრავალი ფრიად პატიოსანი და ღვთის სათნო საქმე სრულდება. იქნება შენ, ძმაო, არც კი გიფიქრია ამაზე და არც კი იცი, რა კეთდება იმ ფულით, რომელიც შემოვა ეკლესიაში სანთლის გაყიდვისაგან? ამისთვის საჭიროდ ვრაცხ ახლა მოკლედ აღგიხსნა შენ.

მრავალი კეთილი და ქვეყნისათვის სასარგებლო საქმე კეთდება იმ ფულისაგან მთელს ჩვენს სახელმწიფოში და თითქმის ყოველთა ქალაქთა შინა. სხვათა შორის სასწავლებელთა საეროთა ყოველგან, ვითარცა უწყით თქვენც ყოველთა, არიან სასულიერო სასწავლებელნი, რომელთა შინა იზრდებიან და სწავლობენ თითქმის უმეტეს ოცი ათასის ყმაწვილისა. მათ შორის თითქმის ნახევარი არიან ობლები, ამ სასწავლებელში სწავლობენ და ემზადებიან, და მათგან გამოდიან ყოველი ხარისხის სამღვდელონი და საეკლესო მსახურნი. წარმოიდგინე ახლა, რაოდენი ფული დასჭირდება სასულიერო მთავრობას ხსენებულთა სასწავლებელთა შენახვისათვის? საითგან შემოდის ეს ფულები? უმეტესი ნაწილი იმ სანთლის ფულისაგან, რომელიც იყიღება და რჩება ეკლესიაში. გარდა ამოდენი ურიცხვი ხარჯისა, თვით ეკლესიებს შენახვა უნდა და ხარჯი: შესამოსელი, წიგნები, სამკაული, შენობის დაცვა და შეკეთება. ესენიც ყოველნი დაკმაყოფილდებიან ერთი მხრით იმავე წყაროისაგან.

ახლა, ძმაო, იფიქრე და წარმოიდგინე, ერთად რაოდენი კეთილი და მოსაწონი კერძო აქვს ამ ჩვეულებას, ესე იგი, სანთლის ანთებას, რაოდენი კეთილი და სასარგებლო საქმე შეუდგება მას! მცირე რამე ფულს გამოიღებ შენ და აღანთებ სანთელს წინაშე ხატისა; ამით პირველად შენ მიართმევ ღმერთს ძღვენსა და პატივს სცემ ხატსა მისსა, მეორედ ეწევი შენი სალოცველის შენახვასა და შემკობასა, იმ სალოცველის, სადაცა ძვალთა შენთა წინაპართა-თანა შენცა უნდა მიიღო საუკუნო განსვენება. მესამედ, რაც აქითგან გადარჩება, ის მოიხმარება ობლების გამოსაზდელად სასწავლებელთა შინა; მაშასადამე ერთითა და იმავე მცირითა ხარჯითა სამსა უპირველესსა სათნოებასა ასრულებ! ვისაც ეს ესმის, უთუოდ ის შეიყვარებს სანთლის აღნთებასა ეკკლესიასა შინა. უეჭველია, ეს კარგად ესმისთ დალოცვილთა რუსეთის მართლ-მადიდებელთა მცხოვრებთა. იქ თვით უკანასკნელი და უღარიბესი კაცი ისე არ მოისმენს წირვას, რომ მცირე მაინც სანთელი არ აღანთოს. შენც შეგიძლია დაუკვირდე მათს ერთგულებასა და ხასიათსა, მაგალითებრ: რა საშუალება და ღონე უნდა ჰქონდეს უბრალო სალდათს? ვგონებ, ის თვეში ორ აბაზსაც ვერ ნახავს თავის ხელში; მაგრამ, თუ დაუკვირდები მათს საქციელს, ძვირად დაინახავ, რომ მათგანმა ვინმემ არ აღანთოს მცირე მაინც სანთელი საყდარში წირვაზე. დაუკვირდი კიდევ, თუ გინდა, უბრალო მუშა ბერძენს, რაც გინდა ღარიბი იყოს, ტანსაცმელიც რომ არ ეცვას, საყდარში კი უთუოდ აღანთებს სანთელს.

მხედველი და გამხსენებელი ამის ყოვლისა, ჭეშმარიტად შეწუხდება, როდესაც ამასთან შეადარებს ჩვენსა ხასიათსა და ზნეობასა. არა თუ ღარიბთა, არამედ თვით მდიდართა შეხედე ჩვენში, ბევრჯელ აღანთებენ იგინი ეკლესიაში სანთელს? მაგრამ, რა ვთქვი ესა! ღარიბნი და საწყალნი კიდევ ზოგჯერ მაინც, მზგავსად გლახაკისა მის დედაკაცისა, ერთსა ანუ ორსა მწვლილსა მოიხმარებენ ნაკლულევანებისაგან მათისა სანთლის საყიდლად, გარნა მდიდარნი ნამეტნავისაგანაც მათისა არაფერს არ იმეტებენ. ჩვენთა ეკლესიათა სანთლის მონაგებისაგან არა თუ არაფერი გადარჩება სასწავლებელში ობლების გამოზრდისათვის, არამედ თვათ იგინი არიან გარეთგან დაუხურავნი, შიგნით შეუმკობელნი, ტრაპეზნი და მისნი მსახურნი შეუმოსელნი. ნუ მეუბნები, ეს ჩვენი სიღარიბისაგან არისო! არა სიღარიბისაგან არის, არამედ გულ-გრილობისაგან და სულ-მოკლეობისაგან, ორი მწვლილი, ანუ ორი კაპეიკი ვის არ ექმნება, ანუ ვის რას დააკლებს, რომ საყდარში სანთელი აღანთოს? ყოველი კაცი რომ მარტო თითო კაპეიკის სანთელს აღანთებდეს, იქითგანაც საკმაო შემოსავალი შედგება, მაგრამ ისიც ეზარება ჩვენში კაცს.

ძმაო ჩემო! სამთა ეგოდენ დიდთა სათნოებათათვის, ვითარცა ღვთის პატივის-ცემა, ეკლესიის შემკობა, ობლების გამოზრდა, არა თუ განხრწნადი ფულის გამოღება არ უნდა გემძიმებოდეს, არამედ თავისა შენისა სიცოცხლე არ უნდა დაზოგო.

მოგვეც ჩვენ, ღმერთო, ესრედ ფიქრობად და ესრედ ქმნად. ამინ.








დაუჯდომელი საგალობელი  ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა იოვანე და გაბრიელ ქართველთა,
იოვანე-თორნიკყოფილისა და ეფთვიმი და გიორგი მთაწმიდელთა


კონდაკი 6

მაშინ გეტყოდა ყოვლად ბრძენი მამაჲ შენი, ეფთჳმი, - „ქუეყანაჲ ჩუენი ფრიად ნაკლულევან არს წიგნთაგან, და ტალანტი იგი რომელი ღმერთსა მოუმადლებია შენდა, ვითარცა სარწმუნომან მონამან, განამრავლე და მრავალ-წილ მიართვი ივერთა ეკლესიასა“ - და შენცა მორჩილად შეუდეგ ბრძანებასა მისსა, და ვითარცა ფუტკარი სიტყვიერი იღუწიდი რაჲ ტკბილსა მას თაფლსა წიგნთა საღმრთოთასა, თარგმანთა შენთა ნეკტარითა დაატკბობდი ენასა ჩუენსა და ეკლესიასა, ამისთჳსცა მგალობელნი მას შინა დიდებისვმეტყუელებთ, და ვითარცა ორღანოჲთა ჴმითა ტკბილითა უგალობთ განმაბრძნობელსა შენსა: ალილუია.

- See more at: http://www.orthodoxy.ge/lotsvani/akatisto/atonelebi.htm#sthash.1Ve2peuN.dpuf




წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებათაგან

გამოკრებილნი სწავლანი


- See more at: http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/gabriel/stsavlani-12.htm#sthash.QNZkEtoO.dpuf



იმ შესაწირავთა და მსახურებათა შორის, რომლითაც ქრისტიან კაცს ღმრთისადმი ერთგულიბისა და სასოების გამოხატვა შეუძლია, ძველთაგანვე ეკლესიაში ხატთა წინაშე წმიდა სანთლის ანთებაა მიღებული. ხატის წინაშე სანთლის ანთებით ქრისტიანი ღმერთს უდასტურებს, რომ მისადმი მისი გულიცა და სულიც ერთგულებით, სიყვარულითა და სასოებითაა ანთებული. წმიდა სანთელი ღმრთის ძღვნად ურიცხვ ნივთიერებათაგან საგანგებოდ იმისთვის არის გამორჩეული, რომ იგი ტკბილი და კეთილსურნელოვანი მასალისგანაა შედგენლი. თაფლი ამავე დროს ყოველ ნივთთა შორის უმშვენიერესი და უწმინდესიცაა, რადგან ფუტკარი მას სხვადასხვა ყვავილთაგან კრებს. ანთებულ სანთელს მეორე მნიშვნელობაც აქვს, - იგი თავისი სინათლითა და სითბოთი სულიწმიდის მადლის გამომხატველია, რომელიც კაცის გულს ერთბაშად ათბობს და ანათლებს. სანთლის შესაწირავს მეორე მხარც აქვს: იმ ფულით, რომელიც ეკლესიაში გაყიდული სანთლიდან რჩება, მრავალი ფრიად პატიოსანი და ღმრთის სათნო საქმე სრულდება. ამ შემოსავლის უმეტესი ნაწილი სასულიერო სასწავლებლების შენახვას ხმარდება: თვით ეკლესიასაც შესამოსლების, წიგნების, სამკაულის, შენობების მოვლისა და შეკეთებისათვის მცირე ხარჯი არა აქვს; ხოლო თუ აქედან რაიმე გადარჩება, ის ობლების გამოსაზრდელადაა გამიზნული. - See more at: http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/gabriel/stsavlani-12.htm#sthash.QNZkEtoO.dpuf



„არა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა (ანუ საწყაოს, ჭურჭელსა), არამედ სასანთლესა ზედა და ჰნათობს იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ესრეთ ბრწყინევდან ნათელი წინაში კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა“ - ბრძანებს სახარება (მათე 5, 15-16).
ლოცვის დროს, სადღესასწაულო სუფრაზე, ან გაჭირვებისას სახლში შეიძლება ავანთოთ სანთელი.
სანთელს რამდენიმე სიმბოლური მნიშველობა აქვს:
ვიხდით რა მის შესაძენ საფასურს (თუ თვითონ ვამზადებთ), გამოვხატავთ ნებაყოფლობით მზადყოფნას, შევწიროთ ჩვენი შრომის გარკვეული ნაწილი ღმერთს და მის საყდარს.
ხატის წინ დანთებული სანთელი ღმრთისადმი სითბოსა და ცეცხლოვანი სიყვარულის სიმბოლოა; ეს არის გამოხატულება რწმენისა და წმინდანების სახელზე აღვლენილი სავედრებელი ლოცვისა.
ცვილის სირბილე და მოქნილობა სინანულის, ღმრთისადმი მორჩილებისათვის მზადყოფნის ფორმაა, ხოლო სანთლის სისუფთავე კი მის შემომწირველის სისუფთავისა და წაუბილწველობის გამომხატველია.
სასანთლე ცვილს ფუტკარი სხვადასხვა სახის ყვავილებისა და მცენარეებისაგან ამზადებს, რაც სიმბოლურად გამოხატავს ყველა მორწმუნე ადამიანის ერთ ეკლესიად შეკრებასა და ღმრთაებრივ ცეცხლად ანთებას, აგრეთვე ყველა ქმნილების მიერ ღმრთისადმი მიძღვნილ ძღვენს.
ანთებული სანთელი მიწიერი ადამიანის ახალ ქმნილებად გარდაქმნის სიმბოლოა ღმრთის სიყვარულისა და მისი უსაზღვრო მადლის მეშვეობით. ადამიანის აქაური სიცოცხლე უნდა წააგავდეს ანთებულ სანთელს, რომელიც თვითონ იწვის და სხვას გზას უნათებს.
სანთელი სიმხურვალის გამო დნება და იკარგება. ასე იფერფლება ჩვენი მიწიერი ცხოვრება ჟამთა სიავის გამო. ზოგიერთი ჩვენგანის ცხოვრება უკვალოდ ქრება, ზოგიერთისა კი - ანათებს, სითბოს იძლევა და ცამდე მაღლდება, სადაც ჭეშმარიტი სიმდიდრე ელოდება თავის მფლობელს.
ანთებულ სანთელს უნდა ბაძავდეს ყველა მორწმუნე. მისი ყველა ფიქრი, სიტყვა და საქმე გამოტანილი უნდა იყოს სააშკარაოდ წინაშე ღმრთისა და უნდა ეძღვნებოდეს მხოლოდ მას.
და ბოლოს, ანთებული სანთელი სიმბოლოა ჯოჯოხეთზე გამარჯვებულ ეკლესიისა, მისი მარადიული ზეიმისა.
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და ყოველნი ქართველნი და მოგვანიჭოს მადლი და ძალა, რათა თითოეულმა ჩვენთაგანმა აღასრულოს წესი ქრისტიანის ცხოვრებისა, ამინ.

- See more at: http://www.orthodoxy.ge/sakhli/tsesi/9.htm#sthash.xGbFUWaa.dpuf





სანთლის დანიშნულება და სიმბოლიკა

„არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა “ – ბრძანებს სახარება (მათე 5, 15-16).
ლოცვის დროს, დასღესასწაულო სუფრაზე, ან გაჭირვებისას სახლში შეიძლება ავანთოთ სანთელი.
სანთელს რამდენიმე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს:
ვიხდით რა მის შესაძენ საფასურს (თუ თვითონ ვამზადებთ), გამოვხატავთ ნებაყოფლობით მზადყოფნას, შევწიროთ ჩვენი შრომის გარკვეული ნაწილი ღმერთს და მის საყდარს.
ხატის წინ დანთებული სანთელი ღმრთისადმი სითბოსა და ცეცხლოვანი სიყვარულის სიმბოლოა; ეს არის გამოხატულება რწმენისა და წმინდანების სახელზე აღვლენილი სავედრებელი ლოცვისა.
ცვილის სირბილე და მოქნილობა სინანულის, ღმრთისადმი მორჩილებისათვის მზადყოფნის ფორმაა, ხოლო სანთლის სისუფთავე კი მისი შემომწირველის სისუფთავისა და წაუბილწველობის გამომხატველია.
სასანთლე ცვილს ფუტკარი სხვადასხვა სახის ყვავილებისა და მცენარეებისაგან ამზადებს, რაც სიმბოლურად გამოხატავს ყველა მორწმუნე ადამიანის ერთ ეკლესიად შეკრებასა და ღმრთაებრივ ცეცხლად ანთებას, აგრეთვე ყველა ქმნილების მიერ ღმრთისადმი მიძღვნილ ძღვენს.
ანთებული სანთელი მიწიერი ადამიანის ახალ ქმნილებად გარდაქმნის სიმბოლოა ღმრთის სიყვარულისა და მისი უსაზღვრო მადლის მეშვეობით. ადამიანის ამქვეყნიური სიცოცხლეც უნდა წააგავდეს ანთებულ სანთელს, რომელიც თვითონ იწვის და სხვას გზას უნათებს.
სანთელი სიმხურვალის გამო დნება და იკარგება. ასე იფერფლება ჩვენი მიწიერი ცხოვრებაც ჟამთა სიავის გამო. ზოგიერთი ჩვენგანის ცხოვრება უკვალოდ ქრება, ზიგიერთისა კი – ანათებს, სითბოს იძლევა და ცამდე მაღლდება, სადაც ჭეშმარიტი სიმდიდრე ელოდება თავის მფლობელს.
ანთებულ სანთელს უნდა ბაძავდეს ყველა მორწმუნე. მისი ყველა ფიქრი, სიტყვა და საქმე გამოტანილი უნდა იყოს სააშკარაოდ წინაშე ღმრთისა და უნდა ეძღვნებოდეს მხოლოდ მას.
და ბოლოს, ანთებული სანთელი სიმბოლოა ჯოჯოხეთზე გამარჯვებული ეკლესიისა, მისი მარადიული ზეიმისა.
მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი,  „წესი ქრისტიანის ცხოვრებისა“, თბილისი, 1998 წ.

საეკლესიო სანთლის ისტორია და მნიშვნელობა

საეკლესიო სანთელი - მორწმუნე ადამიანის ლოცვის სიმბოლოა იგი მზადდება ცვილისგან - ყველაზე სუფთა და კეთილსურნელი ნივთიერებისგან, რომელიც მიიღება ყვავილებისგან. იგი ნიშნავს სიწმიდესა და სიწრფელეს ჩვენი შესაწირავისა ღმრთისადმი.
ყოველი საეკლესიო ღმრთისმსახურება სრულდება ანთებული სანთლებისა და კანდლების ფონზე, და ჩვენ ვხედავთ მრავალი სახის სულიერ-სიმბოლურ მნიშვნელობას მათი ანთებისას - აღსანიშნავად იმისა, რომ „...ღმერთმან, რომელმან თქუა, ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირისა იესუ ქრისტესსა“ (2 კორ. 4,6), „განმანათლებელი სოფლისა სულიერი ნათლით“ (შდრ. ინ. 1,9; 8,12). ანთებული სანთლები ტაძრებში არის ასევე გამოხატულება მლოცველთა კეთილკრძალულებისა, მათი სიყვარულისა და ღმრთისადმი მსხვერპლისა და ამასთან ერთად სიხარულისა და ეკლესიის სულიერი დღესასწაულისა. სანთელი თავისი წვით გვახსენებს დაუღამებელ ნათელს, რომელიც ცათა სასუფეველში განამხიარულებს მართალთა სულებს, რომელნიც ამქვყენად სათნო-ეყვნენ ღმერთს.
ძველ აღთქმაში, როდესაც აიგო ღმრთის პირველი ტაძარი - კარავი წამებისა, „მსახურებები აღესრულებთდა სანთლების გამოყენებით, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს“ (შდრ. გმს. 40. 4,25).
ძველი აღთქმის ეკლესიის მსგავსად სანთლებისა და კანდლების ზეთით ანთება გახდა ახალაღთქმისეული ეკლესიის ღმრთისმსახურების უცვალებელ კუთვნილებად.
მოციქულთა საქმეებში უწყებულია, რომ „მოვედით მათ თანა ტროადად მეხუთესა დღესა და ერთსა მას შაბათსა შეკრებულ რაჲ იყვნეს მოწაფენი იგი განტეხად პურისა.. იყვნეს სანთელნი მრავალნი ოქროსა მას ზედა, სადა-იგი შეკრებულ ვიყვენით“ (საქმ. 20. 6,7,8).
მოხსენება დიდი რაოდენობით სანთლებისა მეტყველებს არამარტო მათი განათებისთვის გამოყენებაზე, არამედ მათ სულიერ მნიშვნელობაზეც.
ძველქრისტიანული წესის საფუძველზე - შეტანას სანთლისა მწუხრის ღმრთისმსახურებაზე, ისტორიულად მას ჩაენაცვლა თანამედროვე თანმიმდევრობა მწუხრის მსახურებისა, კერძოდ, მწუხრის შესვლით და გალობით უძველესი საეკლესიო საგალობლისა „ნათელი მხიარული“, რომელშიც ჰპოვა გამოხატულება ქრიატიანულმა სწავლებამ სულიერი ნათლის შესახებ, რომელიც ანათებს ადამიანს, ასევე ქრისტეზე - წყაროზე მადლიანი ნათლისა. ცისკრის მსახურების თანმიმდევრობაც დაკავშირებულია ასევე ქრისტეს შეუქმნელი ნათლის იდეასთან, რომელიც განცხადდა მისი განკაცებითა და მკვდართაგან აღდგომით. „არასდროს სრულდება ღმრთისმსახურება სანთლების გარეშე ჩვენთან, - ამბობს ტერტულიანე (II ს.), - მაგრამ ჩვენ მას ვიყენებთ არა მარტო იმისთვის, რომ განვდევნოთ ღამის წყვდიადი, ლიტურგია სრულდება ჩვენთან დღის სინათლეზეც, არამედ იმისთვის, რომ ანთებული სანთლებით ქრისტე სხვაგვარ-ვთქვათ (აქ: გამოვსახოთ, გამოვხატოთ) - ნათელი შეუქმნელი, რომლის გარეშეც ჩვენ შუადღის დროსაც კი დავიკარგებოდით წყვდიადში“. „აღმოსავლეთის ყველა ეკლესიებში, - წერს ნეტარი იერონიმე (IV ს.), - როდესაც იკითხება სახარება, ინთება სანთლები, მზის ბრწყინვალების დროსაც, ასევე არა წყვდიადის განსადევნელად, არამედ სიხარულის აღსანიშნავად, რათა ხილული ნათლის სახით დავინახოთ ის ნათელი, რომლთს შესახებაც თქმულია ფსალმუნში: სანთელ არს ფერხთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ - ალაგთა ჩემთა“ (ფს. 118,105).
„კანდლები და სანთლები არის მარადიული ნათლის წინასახე, ასევე აღნიშნავს ნათელს, რომლითაც ბრწყინავენ მართალნი“, - ამბობს წმ. სოფრონი, იერუსალიმელი პატრიარქი (VII ს.).
მე-7 მსოფლიო საკლესიო კრების მამები ადგენენ, რომ „მართლმადიდებელ ეკლესიაში წმ. ხატებს და წმ. ნაწილებს, ქრისტეს ჯვარს, წმ. სახარებას მიეგება პატივი საკმევლის კმევით და სანთლის ანთებით“.
ნეტარი სვიმეონ თესალონიკელი (XV ს.) წერს, რომ „სანთლები ინთება წმიდათა ხატების წინ, მათი კეთილი საქმეებისთვის, რომელნიც ბრწყინვენ ამქვეყნად“.
მართლმადიდებელი ადამიანები ტაძარში ყოფნის დროს შედიან ლოცვით ერთობაში უფალთან, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელთან, წმიდანებთან და ანთებენ მათი ხატების წინ სანთლებს. ხატის წინ ანთებული სანთელი - ეს არის ნიშანი ჩვენი რწმენისა და იმედისა, ღმრთის მადლიანი შეწევნისა, რომელიც ყოველთვის უხვად ეძლევა ყველას, ვინც რწმენითა და ლოცვით შეევედრება უფალს და მის წმიდანებს. ანთებული სანთელი - სიმბოლოა ჩვენი ძლიერი და მარადიული სიყვარულისა ღმრთისადმი.
საეკლესიო ტიპიკონი შეიცავს მითითებებს, თუ როდის და სად ინთება სანთლები მწუხრის, ცისკრის და სხვა მსახურებებზე (Типикон, гл. 24,25). მლოცველები არამარტო ანთებენ სანთლებს ხატების წინ, არამედ განსაკუთრებული ღმრთისმსახურების ჟამს თვითონ დგანან ანთებული სანთლებით ხელში. 26 სექტემბრის მსახურების ტიპიკონში (წმ. იოვანე ღმრთისმეტყველის ხსენების დღე) წერია: „შემდგომად საკითხავისა მიეცემათ ძმებს სანთლები, საგალობლის „აქებდით სახელსა უფლისასა“-ს დაწყების წინ.
ბზობის დღესასწაულზე, ცისკარზე, სახარების წაკითხვის შემდეგ და ბზის კურთხევისას, ბზასთან ერთად, რომელიც აღდგომის სიმბოლოა, ჩვენ გვიჭირავს ხელში ანთებული სანთლები. ამით ჩვენ გამოვხატავთ დღესასწაულის სიდიადეს და ჩვენი რწმენის უმწუხრო ნათელს აღდგომისა და მარადიული ცხოვრებისადმი.
დიდ პარასკევს, ცისკარზე, 12 წმ. ვნების სახარების კითხვისას მლოცველები ანთებენ სანთელს; ისინი განიცდიან მაცხოვრის ვნებებს და მისდამი ძლიერ სულიერ სიყვარულს.
დიდ პარასკევს, მწუხრზე, საკურთხევლიდან გარდამოხსნის გამოსვენებისას და ცისკარზე ქრისტეს დასაფლავებისას დიდ შაბათს, ტაძარში მდგომარეებს უჭირავთ ხელში ანთებული სანთლები, გარდამოხსნის წინ, უფლისადმი სიყვარულის აღსანიშნავად, ჯვარცმული და დაფლულისადმი და მისდამი რწმენით მის ნათლითმოსილ აღდგომაში.
წმ. პასექის დღესასწაულზე, ტაძრის გარშემო ლიტანიობის დაწყების მომენტიდან, გასახსენებლად მენელსაცხებლე დედებისა, რომელნიც მირბოდნენ სანთლებით ხელში მაცხოვრის საფლავთან, მორწმუნეებს ხელში უჭირავთ ანთებული სანთლები ბრწყინვალე ცისკრის დამთავრებამდე, აღსანიშნავად უდიდესი სიხარულისა და სულიერი დღესასწაულობისა - „ქრისტე აღდგა, ვიხარებდეთ მარადღე“.
სამღვდელთმთავრო მსახურებაზე უძველესი დროიდან გამოიყენება განსაკუთრებული სანთლები. მორწმუნეები კრძალულებით ხრიან თავს, როდესაც მღვდელთმთავარი აკურთხებს მრევლს დიკირით (ორსანთელი), რომელიც აღნიშნავს ორ ბუნებას იესო ქრისტესი - ღმრთეებრივსა და კაცობრივს და აკურთხებს ასევე ტრიკირით (სამსანთელი) - ყოვლადწმიდა სამების აღსანიშნავად. გარდა ამისა, ინთება პრიმიკირი (აქ: სანთელი), რომლითაც იპოდიაკონი დგას აღსავლის კარებთან, მეკვერთხეს მოპირდაპირე მხარეს. წმ. საიდუმლოთა აღსრულებისას ასევე ინთება სანთლები. ნათლისღების საიდუმლო სრულდება მღვდლის შემოსვის შემდეგ. „ყრმითურთ მოვალს მღდელი, შთაიცუამს სამღდელოსა შესამოსელსა თეთრსა, და საბუხრეებსა, და ყოველთა აღანთნენ სანთელნი...“
ემბაზზე მაგრდება სამი სანთელი, იმის ნიშნად რომ ნათლისღება სრულდება ყოვლადწმიდა სამების სახელზე. მოსანათლს და ნათლიებს, ემბაზის გარშემო შემოვლისას, ასევე მირონცხებისას უჭირავთ ხელში ანთებული სანთლები. ამით ისინი გამოხატავენ სიხარულს, რომ ეკლესიის მაცხოვნებელ წიაღში, ქრისტესთან მარადიულ კავშირში შედის ეკლესიის ახალი წევრი.
წინდობის საიდუმლოს შესრულებისას მღვდელი „დასწერს ჯუარსა თავსა ზედა მათსა 3 გზის, და მისცემს მათ აღნთებულსა სანთლებსა.“ „რომელსა ენების კურთხევა გვირგვინისა, მოვალს ეკლესიად წინაძღომითა მღდელთა მიერ, აღნთებულითა სანთლითა“. მათ ხელში უჭირავთ ანთებული სანთლები, ურთიერთისადმი მხურვალე სიყვარულის აღსანიშნავად და გამოხატავენ სურვილს იცხოვრონ ეკლესიის კურთხევით - ბრწყინვალედ, უბიწოდ და სიყვარულით.
ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულებისას, ძველი წესის მიხედვით, ინთება სანთელი და მაგრდება ზეთის ჩასასხმელ ჭურჭელზე, სულიწმიდის ნიჭების ქმედების აღსანიშნავად. ავადმყოფს, შეძლებისდაგვარად და მლოცველებს ხელში უჭირავთ ანთებული სანთლები. ამით ისინი გამოხატავენ რწმენასა და იმედს, რომ ავადმყოფს მოეფინება ღმრთის მადლი და იგი გამოჯანმრთელდება სულიერად და ხორციელად.
როდესაც მიცვალებულს დაასვენებენ ტაძარში, მაშინ მის ირგვლივ იდგმება ოთხი სანთელი - ჯვრის სახით, როგორც მოწმობა იმისა, რომ გარდაცვალებული იყო ქრისტიანი. პანაშვიდის შესრულებისას მლოცველები დგანან ანთებული სანთლებით, იმის აღსანიშნავად, რომ მიცვალებულის სულმა გადაინაცვლა მიწიდან სასუფეველში - უმწუხრო, საღმრთო ნათელში.
ლოცვითი ერთობის აღსანიშნავად მიცვალებულთან, საეკლესიო მსახურების დროს მათ მოსახსენებლად, საერთო მიღებული წესის თანახმად ვანთებთ სანთელს წანდილზე. ასევე იდგმება მაგიდა ჯვრის გამოსახულებით, რომელზეც იდგმება შესაწირავი მიცვალებულის სახელზე. პირველ რიგში სანთლები და კოლიო.
შეიძლება აღინიშნოს კიდევ ზოგიერთი მსახურება, რომელზეც სანთლები იხმარება სპეციალური მნიშვნელობით. მწუხრზე, რომლის შემდეგაც იწყება პირველშეწირულის ლიტურგია, მღვდელი პირველი საწინასწარმეტყველოს წაკითხვის შემდეგ გამოსახავს ჯვარს ანთებული სანთლით და საცეცხლურით და ამბობს: „ნათელი ქრისტესი განგუანათლებს ყოველთა“.
სანთლები აგრეთვე ინთება ჯვრის, მაცხოვრის გარდამოხსნისა და ღმრთისმშობლის ხატის წინ და წმ. ძღვენის წინ პირველშეწირულის ლიტურგიაზე. შობისა და ნათლისღების წინადღის მსახურების შემდეგ, იდგმება კელაპტარი შუატაძარში და გვესმის სადღესასწაულო საგალობელი სამღვდელოებისა და მგალობელთა მიერ შესრულებული - დღესასწაულის ტროპრისა და კონდაკისა.
„მოძღვრებითნი უწყებანი“ (იხ. სამღვდელო კონდაკი) განსაკუთრებით აფრთხილებს ლიტურგიის შემსრულებლებს, „..არცა თვინიერ სანთელთა, თუმცა ორისა, გინა სამისა სანთლისა ლიტურგია არა იკადრების, და ესეცა ფრიადისა დაჭირვებისათვის. ესე ყოველნი უკუეთუ უდებ-ყოს მღდელმან, და არა რად შერაცხოს, სასიკუდინედ სცოდებს“...
სამკვეთლოზე ინთება სანთელი, ან კანდელი წმ. ძღვენის წინ, მისი ტრაპეზიდან სამკვეთლოზე გადაბრძანებისას.
ლიტურგიაზე, შემდგომად სიტყვებისა „წმიდაა წმიდათა“ აღსავლის კარის წინ იდგმება ანთებული სანთელი. კეთილკრძალულებით რომ თაყვანის-ვსცეთ წმ. ტარიგს და მაზიარებელთა გასახსენებელად, რომ ისინი, როგორც სახარებისეული ბრძენი ქალწულები, ღმრთის შიშით მიეგებონ უფალს და რწმენის მხურვალე ლამპრებით.
ღმრთის განცხადების დღესასწაულზე, წყლის კურთხევისას ანთებული სანთლები, ხშირად ინახება მართლმადიდებლების მიერ, როგორც სიწმიდე. მრავალნი კეთილკრძალულებით ინახავენ ასევე დიდი პარასკევის ცისკარზე (წმ. ვნების გახსენება) და ბრწყინვალე ცისკარზე ანთებულ სანთლებს.
ზოგნი ინახავენ ნათლობისა და ჯვრისწერის სანთლებს, ნათლობის კვართთან ერთად და საქორწინო შესამოსელთან ერთად, რათა შემდეგ თავის საფლავში ჩააყოლონ.
თარგმნეს დავით ტეფნაძემ და ლუკა ხუნდაძემ

- See more at: http://www.orthodoxy.ge/sakhli/santeli.htm#sthash.JZOu1woU.dpuf







წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)


სიტყვა ხარების დღესა, თქმული ქუთაისს სობოროში


- See more at: http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/khareba2.htm#sthash.FA6mskJQ.dpuf

მესამე თვისება და ღირსება უწინდელად გაზდილთა ქალთა არცა ნაკლები იყო სიმდაბლე და სიმშვიდე მათი; ზოგიერთნი მათგანნი ესოდენ იყვნენ თავ-დაბალნი და მორჩილნი, რომელ თვითონ არ იცოდენ თავის ფასი და როდესაც მრთელსა სიცოცხლესა, სულსა და ღონესა შესწირავდენ თვისთა მახლობელთა და საყვარელთა, არაფერს არ ხედავდენ ამაში განსხვავებულსა. ამას უნდა დაუმატოთ მათი დაუცხრომელი შრომა, დაუძინებელი ზრუნვა და გულ-მტკივნეულობა ოჯახისათვის: ვითარცა დაუღალავი ფუტკარი თითო წვეთს თაფლსა ყვავილებისაგან შეაგროვებს, ეგრეთვე იგინი ოჯახისათვის პოულობდენ და ინახვიდენ საცხოვრებელსა. ერთი სიტყვით, განსხვავებული და მოსაწონი შინაური ცხოვრება, ნამდვილი ქრისტიანობრივი შინაური ყოფა-ქცევა, აჰა, ღირსება ძველებურად განსწავლულთ ქალთა! - See more at: http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/khareba2.htm#sthash.FA6mskJQ.dpuf







11. ვისაც შეუცვნია ზეციდან გარდამომავალი ცეცხლის სურნელება, ის ისე გაურბის ხალხმრავალ თავყრილობებს, როგორც ფუტკარი ბოლს. რადგანაც, როგორც ბოლი განაგდებს ფუტკარს, ასევე აუტანელია მისთვის ხალხმრავლობა.



შვილების დამოკიდებულება დედებისადმი -
კეთილდღეობის და დღეგრძელობის საწინდარი


„პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“. - ამბობს მეხუთე მცნება და ის მცნება განუხრელად უნდა იყოს დაცული, ვიდრე ეს ქვეყანა არსებობს.

კეთილო ძმაო, გინდა, რომ „კეთილი გეყოს შენ?“ რა თქმა უნდა გინდა. გინდა, რომ „დღეგრძელი იყო“? რასაკვირველია, გინდა. როგორ მიაღწევ ამას? როგორ და „პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა“. მაგალითი ფუტკრებისაგან აიღე. „შეხედეთ ფუტკრებს, - ამბობს დეკანოზი ნაუმოვიჩი, - ისინი მაშინაც კი არ მიატოვებენ საკუთარ დედას, როცა მას უკვე აღარაფერი შეუძლია და დაუძლურებული სკის ძირზე ეცემა. ზედ ევლებიან და ყოველი ღონით ცდილობენ აიყვანონ ზემოთ. ერთმანეთს გადაებმებიან, ერთგვარ კიბეს ააწყობენ, რომ დედა ამ კიბით ზემოთ ავიდეს, სადაც მას ყველაზე ბეჯითი მსახურები ელიან. თუ ის ისეა დაუძლურებული, რომ ზემოთ ვეღარ ადის, მასთან რამდენიმე ფუტკარი რჩება თაფლით. ასე კვებავენ დედას, ათბობენ. წარმოიდგინეთ, მაშინაც კი არ მიატოვებენ, როცა მოკვდება. ზედ დაჰფარფატებენ და უნიავებენ, რომ როგორმე გააცოცხლონ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ დედა უკვე მოკვდა, საცოდავი ბზუილით გაეცლებიან იქაურობას“.

ყოველივე ამის მაყურებელი უნებურად ფიქრობ: „მოდი გონიერო არსებავ, შეხედე ფუტკარს, ისწავლე მისგან შრომისმოყვარეობა, მომჭირნეობა, შვილებზე ზრუნვა, დედის მოფრთხილება“. ჩვენ ხომ ველურები არა ვართ, არც წარმართები და უღვთო ხალხი. ჩვენ ხომ დედაეკლესია მიწყივ გვასწავლის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების პატივისცემას. მაგრამ, სამწუხაროდ, მომსმენი არ არის ხოლმე.

- See more at: http://www.orthodoxy.ge/ojakhi/svhilebis_damokidebuleba.htm#sthash.xjWsuVkl.dpuf





ფუტკარი ხელოვნებაში


ფუტკარი და ადამიანი

ფუტკარი ყოველთვის იყო ადამიანის მეგობარი. მას ძველ დროში აღმერთებდნენ. თხზავდნენ  მითებს, ლეგენდებს, თქმულებებსა და ზღაპრებს. მწერლების, პოეტებისა და მხატვრებისთვის ფუტკარი იყო  შთაგონების წყარო.

ეგვიპტელები გამოხატავდნენ რა თავის მორჩილებას ფარაონისადმი, იხატავდნენ ფუტკარს, როგორც ერთგულების სიმბოლოს. ისინი ფუტკარში ხედავდნენ თავდადების მაგალითსა და საფრთხისადმი უშიშარ  დამოკიდებულებას. მათ თვლიდნენ იდეალური სისუფთავისა და წესრიგის დამცველად.  ფუტკრებს გამოსახავდნენ ფარაონების საფლავებზეც, უკვდავების ნიშნად.

ძველ ინდოეთში ფუტკარს ღვთის  წმინდა თანამგზავრად თვლიდნენ. მზით სახით წარმოდგენლ ღმერთ ვიშნუს,  პატარა ფუტკრის სახით გამოსახავდნენ, რომელიც ლოტოსის ყვავილზე ისვენებს.

ფუტკარმა თავისი ადგილი ჰპოვა ჰერალდიკაშიც, სადაც ძირითადად შრომისმოყვარეობასა და მორჩილებას აღნიშნავს. მანჩსტერის გერბზე შვიდი ფუტკარია დედამიწის ფონზე  გამოსახული რაც ნიშნავს, რომ ამ ქალაქის შრომის ნაყოფს შეიძლება  მთელს მსოფლიოში შევხვდეთ.

როდესაც 1804 წელს ნაპოლეონი  საფრანგეთის იმპერატორად აკურთხეს, ჰერალდიკური ორნამენტი ყვავილი ლილია, ფუტკარმა შეცვალა.

ფუტკარი სიმბოლოა  სიბეჯითის, წინდახედულობის, კეთილგონიერების და სიფხიზლისაც რადგან მიიჩნევდნენ, რომ ფუტკარს არასოდეს ეძინა. ის არის ყველაზე კარგი შემგროვებელი და შემნახველი სასარგებლო პროდუქტებისა.  ამიტომ  ეკონომიურობასა და ხელმომჭირნეობისთან ასოცირდებიან.  სწორედ ამ მნიშვნელობით არის წარმოდგენილი ისინი კომერციული ბანკების აბრებზე.

ფუტკარი  კაცობრიობისთვის დიდი საგანძურს წარმოადგენს. ის არამხოლოდ მეფუტკრეობის ძვირფას პროდუქტებს აწარმოებს, არამედ არის ყველაზე მნიშვნელოვან დამტვერავი პრაქტიკულად ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და დეკორატიული ყვავილებისა. ფუტკრის მიერ მოტანილი სარგებლობიდან, საბოლოო ჯამში ყვავილების დამტვერვა, ბევრად აღემატება, ფუტკრის პროდუქტების რეალიზაციის სარგებელს.



ფუტკარი ხელოვნებაში

ფუტკრის სახე ძალიან ხშირად გვხვდება მრავალი კულტურის თუ ცივილიზაციის  მემკვიდრეობაში.  ფუტკარი ხელოვნებაში უჩვეულოდ მრავალმხრივი ხასიათითაა წარმოდგენილი. იგი გაპიროვნებულია სიბრძნესთან, ნაყოფიერებასთან, შრომისმოყვარეობასთან, მომჭირნეობასთან,  წესრიგთან, სისუფთავესთან და უმანკოებასთან.

ითვლებოდა, რომ ფუტკარი  უფალთან ერთად დედამიწის შექმნასა  და ბოროტთან ბროლაში მონაწილეობდა. ფუტკარი და თაფლი მჭიდროდაა დაკავშირებული საიქიო ცხოვრებასთან, გარდაცვლილის კულტთან, დასაფლავების წეს-ჩვეულებებთან. სამარხებზე გამოსახული ფუტკრის გამოსახულება უკვდავებასა და აღდგომას ნიშნავდა, რადგან ფუტკრების ზამთრის ძილი აღიქმებოდა, როგორც მათი დროებითი სიკვდილი. ბერძნულ, არიულ, ახლოამოსავლეთისა და ისლამურ ტრადიციებში ფუტკრები იყო სულის ალეგორია.

ფუტკრების გუნდი დედამიწას ნიშნავს, სულს დედამიწის, დაცვას და დედობას, შრომისმოყვარეობასა და ხელმომჭირნეობას. დადებით სიმბოლურ რიგებთან დაკავშირებულია ფუტკრების სკაც:  მოწესრიგებული საზოგადოება, სიბრძნე, მჭერმეტყველება.  ფუტკარი და თაფლი არის უნივერსალური სიმბოლოები პოეტური სიტყვისა, ფართო და თვითონ პოეზია. ძველ ბერძნულ და რომაულ ტრადიციებში პოეტები ხშირად ადარებდნენ საკუთრ თავს ფუტკარს.

მითებში ფუტკრები ხშირად მოიხსენიება, როგორც დიადი დედა. ის დაკავშირებულია  არტემიდასთან (დიანასთან), დემეტრესთან, პერსეფონესთნ, აფროდიტესთან. მათ ქურუმები  „ფუტკრებს“ უწოდებდნენ. მოგვიანებით ფუტკარი ღვთისმშობელი მარიამის ემბლემა გახდა. ძველი წარმოდგენებით შეიძლება აიხსნას ზოგიერთი გამოთქმა,  შემონახული ჩვენი წელთაღრიცხვიდან:  უკრაინელები ფუტკარს  „წმინდას“ უწოდებდნენ, გერმანელებმა კი  „ღვთის ფრინველსა“ ან „მარიამის ფრინველს“.

ფუტკარს უკავშირებდნენ  ჭექა-ქუხილის ღმერთსა და მუხას.

ხშირად კი, სიმბოლოა უმაღლესი ძალაუფლების.

ფუტკარი სიმბოლურად გამოხატავდა სამეფო ძალაუფლებას ან მონარქიულ სისტემას ძველ შუა აღმოსავლეთში, ძველ საბერძნეთში და ძველ ეგვიპტეში. ალბათ ამიტომაც უკავშირებდნენ ჭექა-ქუხილის ღმერთსა და მუხის ხეს. გარდა ამისა, ფუტკრის სიმბოლოში ბერძნები ხედავდნენ შრომისმოყვარეობას, კეთილდღეობას, სისუფთავესა და უკვდავებას.

ის არის სიცოცხლის მომცემი, დაბადების სიმბოლო, გარდაცვალება და აღდგომა, განსაკუთრებული სასიცოცხლო ძალა, ჰარმონიული ცხოვრება, შრომისმოყვარეობა და დახვეწილობა.

ფუტკარი აღნიშნავდა სამეფო სიძლიერესა და სიბრძნეს, დაგროვილს თაფლის მსგავსად, როგორც აგროვებს ფუტკარი.

ძველ ინდოეთში ფუტკარი იყო სიმბოლო ინდრის, ვიშნის, კრიშნისა და შივის. ლურჯი ფუტკარი შუბლზე - კრიშნას ნიშანი; ლოტოსზე- ვიშნას, სამკუთხედზე - შივის გამოხატავდა;

ხეთურ მითების მიხედვით ფუტკარმა იპოვა ნაყოფიერების ღმერთის, ტელეპინუსის დაკარგული შვილი, რითაც  მსოფლიო იხსნა გვალვისგან.

იდეალური  საზოგადოების წყობა ხშირად შეესაბამებოდა ფუტკრის სკას, რომელიც  წყობის თვისებებსა და წმინდა ადგილების განლაგებასაც კი განსაზღვრავდა. (მაგალითად არტემიდას ტაძარი ეფისში). არტემიდა ფუტკრს წმინდანად თვლიდა, ხოლო დემეტრას „დედა-ფუტკარს“,  დიადი დედის - „ფუტკრების დედოფალის“ სახელით მოიხსენიებდნენ. თაფლით მდიდარი ეპიდამნე განსაკუთრებულ თაყვანს სცემდა ფუტკრის წინაპარ მელისას. თვით ზევსი კი კრეტაზე ფუტკრის ფუღუროში დაიბადა და  ფუტკრის პროდუქტებით საზრდოობდა.

საბერძნეთში სკის ფორმას დაკრძალვისას გამოიყენებდნენ. ამ ტრადიციას უკვდავებას უკავშირებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ გარდაცვლილის სული  ფუტკარში სახლდებოდა.

ორფიკი (ორფიზმი - ძვ.საბერძნეთში რელიგიური მიმდინარეობა) სწავლულები ფუტკრებს  სულის განსახიერებად მიიჩნევენ და მათ გუნდურ მოძრაობას ღვთიურ მთლიანობად აღიქვამდნენ.  კელტებისთვის ფუტკარი  სხვა სამყაროდან (საიქიოც იგულისხმება) საიდუმლო სიბრძნის გადმომტანი იყო.

ქრისტიანულ სამყაროში ფუტკარი საკუთარი შრომისმოყვარეობის წყალობით საქმიანის, მუყაითის, წესრიგისა და რელიგიური მჭერმეტყველების სიმბოლო გახდა.

წმინდა მოღვაწეები, ამბროსი და წმ.იოანე ოქროპირი, თავის ცნობილ ქადაგებებში ხშირად აღნიშნავდნენ რომ მათი სიტყვა ისეთივე ტკბილია, როგორც თაფლი. წმ.ამბროსი  ეკლესიას სკას ადარებდა, ხოლო ქრისტიანს ფუტკარს, რომელიც დაუღალავად შრომობს და   თავისი სკის ერთგული რჩება. სკა, რელიგიური ერთსულოვნების, მოწესრიგებული და ღვთისმოსავი საზოგადოების სიმბოლოდ აღიქმებოდა.

ფუტკარი, რომელსაც ითვლება, რომ არასოდეს სძინავს, ქრისტიანულ გულმოდგინებასა და სიფხიზლეს განასახიერებს. ჰაერში მფრინავი ფუტკარი - ეს არის სული,  შესული ცათა სასუფეველში. წარმოდგენებმა იმის შესახებ, რომ ფუტკარი  მხოლოდ ყვავილების არომატით ცხოვრობს, ფუტკარს სისუფთავისა და

თავშეკავებულობის სახელი დაუმკვიდრა.

აღსანიშნავია, რომ თაფლის გარდა არცერთი სხვა საკვები პროდუქტი არ არის მოხსენიებული უძველეს ისტორიულ წყაროებში, ძველ ინდურ მითებში, ბიბლიაში და ყურანში. მარტო ბიბლიაში ორმოცჯერაა ნახსენები თაფლი.

ქართულ კულტურაშიც ფართოდ გამოიყენება ფუტკრის სიმბოლო. აკი, ყველასთვის ნაცნობი სიტყვებია „ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუისო.“

მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა ცალკეულ განხილვას საჭიროებს, არ შეიძლება არ აღინიშნოს ამ არსების მიმართ აკაკი წერეთლის ფაქიზი დამოკიდებულება. მან არაერთი ნაწარმოებში ფართოდ მოიხსენია როგორც ფუტკარი ასევე ფუტკრის პროდუქცია:   „ყვითელ სანთელს“,  „ფუტკარი“,  „ხარაბუზა და ფუტკარი“ და სხ.

















16 სექტემბერი 2013
დედამიწაზე თურმე ძუძუმწოვარ ცხოველთა და ფრინველთა სახეობათა რაოდენობაზე   მეტი   ფუტკრის სახეობა არსებობს   -ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბუნების ისტორიის ამერიკული მუზეუმის სპეციალისტი ჯონ აშერი (John Ascher ) და მისიკოლეგებირომლებმაც ჩაატარეს დღეისათვის ცნობილ სახეობათა აღწერამათი მონაცემებით მსოფლიოში 19.200 - ზე   მეტისახეობის ფუტკარი ბინადრობს.  
სრულ სიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქhttp://www.discoverlife.org/mp/20q?guide=Apoidea_species
ფუტკრის სახეობათა სია ბუნების ისტორიის მუზეუმმა შეადგინა   მონაცემთა ბაზის ფორმირების პროექტის ფარგლებში,რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყოპროექტის ძირითად მიზანს   გეოგრაფიული მდებარეობის აღწერა (გეოგრაფიულილოკალიზაციადა მცენარეთა მიმართ   საზოგადოდ ცნობილი ფუტკრის სახეობების "უპირატესობისგამოვლენაწარმოადგენდა.
 აღწერით დადგინდარომ ფუტკრის სახეობათა უმეტესი ნაწილი განცალკევებული ან   პრიმიტიული საზოგადოებისცხოვრების წესს მისდევსმრავალი სახეობა სხვა ორგანიზმებზე პარაზიტირებას ეწევაამ სახეობების ფუტკარი არ აწარმოებს თაფლსმაგრამ ასრულებსმცენარეთა დამტვერიანების ძალზე მნიშვნელოვან პროცესს.
თაფლს ამზადებს სახეობათა შედარებით მცირე რიცხვიმათ შორის საყოველთაოდ ცნობილი თაფლმგროვი სახეობის ფუტკარი - Apis mellifera.   საინტერესოა,რომ ამ სახეობათა თითქმის სრული ჩამონათვალი წარმოდგენილია ტროპიკული ქვეყნების ტერიტორიაზეარანაკლებ საინტერესო და საოცარიარომტროპიკულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ამ სახეობების ფუტკარს არ გააჩნია ნესტარი.
სხვა და სხვა ქვეყნების მეცნიერთა კვლევების შედეგად ფუტკრის სამყაროში ბოლო დროს გამოიკვეთა საკმაოდ საგანგაშო პროცესებიუკანასკნელი   წლებისგანმავლობაში ბევრ ქვეყანაში თაფლმგროვ ფუტკრებს შორის გამოვლინდა .. "კოლონიების ნგრევის სინდრომი". ეს სინდრომი ვლინდება იმაშირომფუტკრები მასიურად სტოვებენ მშობლიურ სკებს და საკუთარ შთამომავლობას,  საფუტკრეების მიდამოებში მეფუტკრეები ვერ პოულობენ ვერც გაქცეულოჯახებს და ვერც დაღუპულ ფუტკარს.
მეცნიერებმა „კოლონიებს ნგრევის სინდრომი“ მასიურად უკვე აღნიშნეს ... - შიგერმანიაშიშვეიცარიაში და საბერძნეთშიცზოგიერთი მონაცემებით,მაგალითად... - ში „კოლონიების ნგრევის სინდრომის“   შედეგად ფუტკრის რიცხოვნობა შემცირდა 25 პროცენტით.
მთელს მსოფლიოში ამ პროცესს ემატება დაავადებათა გავრცელებარომელსაც მოჰყვება ფუტკრის დიდი რაოდენობით დაღუპვა.
ადამიანების ნაწილისთვის ფუტკარი პირველ რიგში მხოლოდ თაფლთან ასოცირდებარა თქმა უნდა თაფლი - საჭირო და სასარგებლო პროდუქტია,მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებიც აქტიურად გამოიყენება ფარმაციაში და კოსმეტოლოგიაშიმაგრამ ფუტკარი - მხოლოდ თაფლის და ამ პროდუქტებისმომტანი მწერი არ არისმას   მცენარეთა დამტვერიანებაში უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისპროცესშიფუტკარს უდიდესი დანიშნულება გააჩნია ბუნების ჯანსაღ განვითარებაში.
არა ერთხელ აღინიშნა (..საერთაშორისო დონეზეც), რომ ქართული რუხი ფუტკარი უნიკალური მახასიათებლების მქონეა. გარდა იმისა რომ ქართული ფუტკარი გამოირჩევა ფერით, მას ახასიათებს ყველაზე გრძელი ხორთუმი (7,2მმ), რომლის საშუალებითაც ღრმა სანექტრეებიდანაც შეუძლია მოიპოვოს ნექტარი. რუხ ფუტკარს ახასიათებს ჭარბი ბუსუსიანობა, რაც შესაძლებლობას აძლევს მას შეაგროვოს მეტი რაოდენობის ყვავილის მტვერი. ამასთან ქართული ფუტკარი არააგრესიულიაამ უნიკალურობის გამო მას მოფრთხილება ესაჭიროება და შენარჩუნება-გამრავლებაზე ზრუნვა სახელმწიფოებრივ საქმედ უნდაიქცეს.  
სამწუხაროდ ვერ ვამჩნევთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები, სპეციალიზებული სამეცნიერო დაწესებულებები (თუ შეგვრჩა ასეთი?) ან მრავალრიცხოვანი (საკმაოდ დაფინანსებული) ბუნების დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციები იჩენდნენ მცირე   დაინტერესებასაც კი ამ პრობლემის მიმართ. რეალურად არც ვიცით რა ვითარება ყალიბდება ამ მხრივ საქართველოში? სამწუხაროდ არავინ   იცლის ამისთვის. იმავდროულად უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ ფუტკრის პრობლემები - მრავალი მძიმე ეკოლოგიური პრობლემის შედეგია, ხოლო მისი გადაშენება შესაძლოა არანაკლები მნიშვნელობის და სიმძიმის   პრობლემების წარმოშობის მიზეზი გახდეს. დავუფიქრდეთ ამას!  
დარწმუნებულები ვართრომ ამ რთული პრობლემის სრული გათვითცნობიერების გზა განათლებაზე გადისამიტომ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს მეფუტკრე-ფერმერების გაერთიანების და პროფესიული განათლების ფონდის წამოწყებას სპეციალიზებული სასწავლო ცენტრისდაფუნებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს მეფუტკრეობის თაობაზე ცოდნის გავრცელებას, მეფუტკრეობის მიმართ თანამედროვე ხედვის ჩამოყალიბებას და პროფესიონალი მეფუტკრეების მომზადებასვიმედოვნებთრომ მოქალაქეთა მიერ აქ მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს არსებულიპრობლემების გადაწყვეტას.


No comments:

Post a Comment