Wednesday, June 29, 2016

ფუტკრის აგებულება

ფუტკარი - თაფლის შემგროვებელი საოცრად მშრომელი მწერია.   
ფუტკრის სხეული პირობითად შესაძლოა დავყოთ სამ, მოძრავად დაკავშირებულ ნაწილად - თავი, მკერდი და მუცელი.
ფუტკრის თავი მომრგვალებული სამკუთხედის ფორმისაა. ტავზე განლაგებულია მგრძნობელობის ორგანოების უმეტესობა: 2 რთული, 60000 პატარა თვალისაგან შემდგარი თვალი, 3 მარტივი თვალი, მრავალრიცხოვანი “ულვაშები” და “ანტენები”. თავზეა განლაგებული ნესტარი, რომლითაც ფუტკარი ყვავილებიდან აგროვებს ნექტარს.